პარიზში „საქართველოს ევროპული გზების” პრეზენტაცია გაიმართება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა, სადაც დღეს, 24 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან, ეგლიზ კოსტასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, ნიკოლა დე რივიერთან და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, არლემ დეზირთან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, 25 მარტს, პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის „საქართველოს ევროპული გზები” პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების დიპლომატები, რეგიონის მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დოქტორანტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეული სტუმრების წინაშე კრებულის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, მწერალი და წიგნის რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე და წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები