“ამ ეტაპზე უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას”

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას.
„გამოიკვეთა, რომ ევროპის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა გარკვეულწილად არის დანაკლისში. ამან გამოიწვია ის, რომ თუ ჩვენ დღეს გვაქვს რისკები გლობალური ტერორიზმისა, ტრანსფორმაცია განიცადა. თუ აქამდე გარე საზღვრებთან მიმართებაში იყო პრობლემები, დღეს უკვე ევროპის დედაქალაქებში გვაქვს პრობლემები. ვთქვათ, ტერორისტების აყვანამ, ტერორის გადაბირებამ უკვე სხვა ფორმები მიიღო. შესაბამისად, ამაზე გამოწვევები, ამაზე ადაპტაცია, ევროპის შესაბამის სამსახურებს სჭირდებათ“, – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები