თურქმა სამართალდამცველებმა სირიის საზღვარზე 10 ტერორისტი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ 10 „ბოევიკი“ დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს პირები თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. პოლიციის ინფორმაციით, „შაჰიდის ქამარი“ ასაფეთქებლად იყო გამზადებული.
ცნობისთვის, სტამბოლში 20 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისალამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები