„ისლამური სახელმწიფო“ ბრიუსელის შემდეგ ევროპას ახალი ტერაქტებით ემუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ევროპას თავდასხმების სერიით ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას ტერორისტული დაჯგუფების წევრები განცხადების სახით, მათთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაკ“-ის საშუალებით ავრცელებენ.
ტერორისტები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ახალი მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ დეტალურად არ საუბრობენ და არ ასახელებენ იმ ქვეყანას, რომელიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.
შეგახსენებთ რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში დღეს განხორციელებულ ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო ინფორმაციით მსხვერპლთა რიცხი 26 მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები