ტაქსის მძღოლებს მგზავრები ბრიუსელის აეროპორტიდან უფასოდ გადაჰყავთ

ბელგიის დედაქალაქის აეროპორტიდან ადგილობრივი ტაქსის მძღოლებს მგზავრები უფასოდ გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელერადიოკომპანია RTBF ავრცელებს. ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიის გამო არაერთმა მძღოლმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობაა და უსაფრთხოების ზომები ყველა საზოგადოებრივ ადგილში გამკაცრებულია. მედია გარდაცვლილთა შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. CNN-ი იუწყება, რომ დაღუპულია 26 ადამიანი, Sky News-ი კი 28 მსხვერპლის შესახებ წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები