საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ბელგიაში ჩანთის აფეთქებისას 12 ადამიანი დაიღუპა

საქართველოს კონსულის ბელგიის სამეფოში, რუსუდან დიდებულიძის განცხადებით, ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორატში მომხდარი აფეთქებების შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა.
როგორც დიდებულიძემ განმარტა, აფეთქება ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში მოხდა და აფეთქებულია უყურადღებოდ დატოვებული ჩემოდანი.
“ერთი ქართველი იმყოფება ჩვენთან, რა ინფორმაციაც არის შემოსული, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს. როგორც მისგან შევიტყეთ, აფეთქება ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში მოხდა.
როგორც იძახიან, აფეთქებული იქნა უყურადღებოდ დატოვებული ჩემოდანი. ამ წუთებში მიმდინარეობს აეროპორტის ევაკუაცია. ყველა მგზავრს ჩამოერთვა ჩემოდანი და გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილას, ასაფრენ ბილიკებზე. აეროპორტი დაცლილია, ფრენებს არ იღებენ და ფრენები გადატანილია გვერდითა აეროპორტში. დაღუპული არის თორმეტი ადამიანი. ჩვენ ვცდილობთ, მოვიპოვოთ ინფორმაცია იქ მყოფი სხვა ქართველების შესახებ და „ცხელი ხაზი“ მუშაობს ჩვეულებრივად”, – განაცხადა რუსუდან დიდებულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები