„ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება 43 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრაზილიიდან დაბრუნდა. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრში განაცხადეს, რომ დაავადებულს დიაგნოზი სამშაბათს დაუდგინეს. ამჟამად მამაკაცი ქალაქ კვანჯუში მკურნალობს. ბოლო თვეებში „ზიკას“ ვირუსი სწრაფად ვრცელდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ყველაზე მეტი დაავადებული ბრაზილიაში გამოვლინდა. ის განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ზიკას“ ვირუსი გლობალურ საფრთხეებს შორის დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები