დონის როსტოვის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

რუსეთის ქალაქ როსტოვის აეროპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა. ის შაბათის ავიაკატასტროფის შემდეგ დახურული იყო. რუსული მედიის ცნობით, პირველი რეისები მას შემდეგ გაუშვეს, რაც მაშველებმა „ბოინგ-737“-ის ჩამოვარდნის ადგილზე ყველა სამუშაო დაასრულეს და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ტესტირება ჩაატარეს. გამომძიებლები კი დღეიდან ჩამოვარდნილი „ბოინგის“ ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრას იწყებენ. ერთ-ერთი „შავი ყუთი“ ძლიერ არის დაზიანებული, ხოლო მეორის დამუშავება, სავარაუდოდ, მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები