ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ სამხრეთ კორეელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტებმა 200 კილომეტრის დისტანცია დაფარეს. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდის და ბირთვული ცდების გაგრძელების ბრძანება გასცა. გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ქმედებები დაგმო და მათ მიუღებელი უწოდა. ორი კვირის წინ უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ მეოთხე ბირთვული გამოცდა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები