“მე კარასინის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი და კოლეგის თანდასწრებით ვისაუბრებდი, ამას მე ვეტყვი მას”

მაშინ, როდესაც კარასინი განცხადებებს აკეთებდა, მე იქ არ ვიყავი. ეს განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა, – ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის განცხადებაზე პრეზიდენტი რუსულ წყაროებს დაეყრდნო.
„გაოცებული დავრჩი პრეზიდენტის განცხადებით. სანამ პრაღაში წავიდოდი, მის მრჩეველს შევხვდი და ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ. დაბრუნების შემდეგ, შევხვდი პრემიერს, ვაპირებ შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველთან და შევხვდები პრეზიდენტს, თუ მას ამის სურვილი ექნება. წერილობითი განცხადება ყველა უწყებას ეგზავნება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის განცხადებაზე პრეზიდენტი რუსულ წყაროებს დაეყრდნო. მას რომ ჩემთვის მოესმინა, ვეტყოდი, რომ მაშინ, როდესაც კარასინი განცხადებებს აკეთებდა, მე იქ არ ვიყავი. ეს განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. მე კარასინის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი და კოლეგის თანდასწრებით ვისაუბრებდი. ამას მე ვეტყვი მას, როცა შევხვდები. სამწუხაროა, რომ სწორი განცხადებები არ მიაწოდეს პრეზიდენტს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები