საგარეჯოში, კიკვიძის ქუჩის მიმდებარე ჩიხებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საგარეჯოში, კიკვიძის ქუჩის მიმდებარე ჩიხებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. მერი ადგილობრივებს და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ხაზი გაუსვა სამუშაოების ხარისხიანად და შესაბამის ვადებში განხორციელების მნიშვნელობას.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 505 505 ლარს ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები