“მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, იდენტურობის შენარჩუნებისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების გარანტი” – მაჭავარიანი

“კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდინონ კრიზისი, დესტაბილიზაცია, გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

აღნიშნულით ის გედევან ფოფხაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, მათ უნდათ მსხვერპლი. მათ სჭირდებათ სიტუაციის დაძაბვა, რადიკალიზაცია, ვინაიდან იციან, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების რეჟიმში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი არიან უსამშობლოები – ეს სახელი ტყუილად არ დავარქვით და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, იდენტურობის შენარჩუნებისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების გარანტი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამით ცხოვრობს, ეს არის მათ სისხლში, ეს არის მათ ძვლებში – შესაბამისად, ჩვენ ლეგიტიმურად ვერავინ მოგვიგებს არჩევნებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა – გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები