კიევის ოლქის თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა – დაიღუპა ორი ადამიანი
კიევის ოლქში, ბელოცერკოვსკაიას თბოელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა,- ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მაშველებმა თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე, 960 კვადრატული მეტრის ფართობის წყლის გამაგრილებელ გამაგრილებელ კოშკში ხანძარი უკვე ჩააქრეს.
ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეებმა ორი დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის გარდაცვალების გარემოებები და ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.