დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორს 5 მილიონ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 4 მილიონ ფუნტს (5.4 მილიონ დოლარს) გამოყოფს.

„დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ პალესტინელი ხალხის ტანჯვის გახანგრძლივებით ისრაელი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ისრაელის მთავრობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისთვის სრული წვდომის დაშვებაზე უარის თქმა სავალალოა. ძალიან ცოტა სატვირთო მანქანა შედის ღაზაში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ჯენიფერ ჩეპმენმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ბლოკადის გამო, ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები