ტრამპმა კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა წარადგინა
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 175 მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოფიციალურად ავირჩიეთ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის არქიტექტურა, რომელიც ხელოვნების ნიმუში იქნება. ახალი თაობის ტექნოლოგიები მოიცავს ხმელეთს, ზღვასა და კოსმოსს. კანადასაც სურს პროექტში მონაწილეობის მიღება და „ოქროს გუმბათის“ ქოლგის ქვეშ ყოფნა. საუბარია 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც მზად იქნება ექსპლუატაციისთვის ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. „ოქროს გუმბათი“ რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ოქროს გუმბათი“ ითვალისწინებს სახმელეთო და კოსმოსურ შესაძლებლობებს, რომლებსაც შეეძლებათ რაკეტების აღმოჩენა და შეჩერება პოტენციური შეტევის ოთხივე ძირითად ეტაპზე: მათი აღმოჩენა და განადგურება გაშვებამდე, ფრენის ადრეულ ეტაპზე ჩაჭრა, ჰაერში მოძრაობისას გაჩერება ან სამიზნისკენ დაშვების ბოლო წუთებში შეჩერება.