„ლარის მაღალი კურსი ხელოვნური და არაბუნებრივი იყო“

„საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2 ლარიდან 2,20-მდე უნდა იმერყეოს“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 2030-ის წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ გააკეთა. მისი თქმით, ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ დამტკიცდა, რომ იანვარსა და თებერვალში ლარის მაღალი კურსი ხელოვნური იყო. ამის განმაპირობებელი კი, დუნდუას თქმით, ქადაგიძის ფაქტორი იყო.
„ლართან დაკავშირებით არსებულმა ბოლო პერიპეტიებმა დაამტკიცა, რომ ადრინდელი კურსი ხელოვნური და არაბუნებრივი იყო. იანვარსა და თებერვალში ჩამოყალიბებული კურსი ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული არ იყო. ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ფაქტორებით გამოწვეული, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურა იყო. ის იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პროკურატურის კადრი, რომელიც სხვადასხვა ბინძური მეთოდით მთელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში პროცესების ნორმალიზებას ხელს უშლიდა. როგორც კი მან დატოვა პოსტი და წავიდა, ჩვენ დავინახეთ, რომ ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო. საუბარი იმაზე, რომ მისი დასტაბილურება იანვარში და თებერვალში რაღაც მაჩვენებლების გაუმჯობესებამ გამოიწვია, არასწორია, რადგან როგორც იანვარში, ისე თებერვალში როგორც ექსპორტის, ისე უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი ძალიან ცუდი გვქონდა “, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, გაზაფხულზე და ზაფხულში ტურიზმი გაიზრდება, მოსალოდნელია საექსპორტო გამოცოცხლება. ეს ყოველივე კიდადებით გავლენას მოახდენს ლარის კურსზე. ექსპერტი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების მთავარი მასტიმულირებელი როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც ეროვნული ბანკი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები