ბათუმში აფეთქების შედეგად სახლის კედელი ჩამოინგრა

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ორსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა სახლიდან ოთხი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამი ბრიგადა მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები