ავარიის შედეგად დაშავებული დეპუტატებიდან ორმა თავის ქალის ღია ჭრილობა მიიღო, ერთმა კი – ტვინის შერყევა

თერჯოლის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საპარლამენტო უმრავლესობის სამი დეპუტატი – გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი სხვადასხვა დაზიანებით ზესტაფონის რაიონის საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მოგვიანებით, დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ რეგიონალური სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად თენგიზ ხუბულურმა და მახირ დარზიევმა თავის ქალი ღია ჭრილობა მიიღეს, ხოლო გიორგი ფეიქრიშვილმა – ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არის დაჟეჟილობა.
„თენგიზ ხუბულოვი ზესტაფონის კლინიკა „ფერომედშია“ მოთავსებული, ხოლო გიორგი ფეიქრიშვილი და მახირ დარზიევი ზესტაფონის რაიონის „ჯეო ჰოსპიტალში“ ექიმების მეთვაყურეობის ქვეშ იმყოფებიან. თენგიზ ხუბულოვსა და მახირ დარზიევს მსუბუქი ხარისხის ტრავმები აღენიშნებათ, ხოლო გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სოფო ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის გადასახვევთან ავტოავარიის შედეგად სამი დეპუტატი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები