უმრავლესობის დეპუტატები ავარიაში მოჰყვნენ

უმრავლესობის სამი დეპუტატი – გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი ავტოავარიაში მოჰყვნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები