სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა

    საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა სკოლის პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მიწვეული სტუმრებისთვის სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მსმენელებმა საჩვენებელი სამხედრო სწავლება სახელწოდებით „რეიდი“ გამართეს. საჩვენებელ წვრთნაში სამეთაურო-საშტაბო, ოცეულის შუალედური და ათეულის კურსის მსმენელები მონაწილეობდნენ. კომბინირებული სწავლების მიზანს ყველა დონეზე სამეთაურო უნარ-ჩვევების (ამოცანის დაგეგმვა, ბრძანების მიღება-დამუშვება და შესრულება) წარმოჩენა წარმოადგენდა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრს დღეს ახალი ადმინისტრაციული შენობა შეემატა, რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. საიუბილეო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები