თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა აცნობა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მგზავრები თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები