პუტინის შეფასებით, სირიაში სამხედრო ოპერაცია 33 მილიარდი რუბლი დაჯდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, სირიაში სამხედრო ოპერაციაზე რუსეთმა 33 მილიარდი რუბლი (470 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„ეს თანხა 2015 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული. ჩვენ კი სირიის დაჯგუფების დასაფინანსებლად მივმართეთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო დაჯგუფება სირიაში საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად შეიყვანეს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 14 მარტს განაცხადა, რომ სირიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები