ოდესაში სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ოდესის 30 ათასზე მეტმა მკვიდრმა ხელი მოაწერა გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნას. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი გოლუბოვმა შეატყობინა.
უმაღლესი რადის დეპუტატის განცხადებით, მან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას პირადად მოაწერა ხელი, ვინაიდან მან ერთი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა ხალხის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. გოლუბოვმა ასევე დაამატა, რომ სააკაშვილმა ოდესა – რენის ტრასის არცერთი მეტრი არ ააშენა, საბაჟოს გეგმა ჩააგდო, ხოლო საქართველოს ექსპრეზიდენტის მრჩევლებს შორის კორუფცია სუფევს, სახელმწიფო მოხელეები კი ადგილობრივ ბიზნესმენებს ფულს სძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები