„ქურთისტანის ქორებმა“ ანკარაში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღეს

რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის გათავისუფლების ქორები“, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ქურთისტანის ქორების“ განცხადება ამ ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა. ეს დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ გამოეყო. ამ განცხადებაში ისინი თურქეთის რესპუბლიკას „ფაშისტურს“ უწოდებენ, ხოლო აფეთქებას – პასუხს ქურთთა წინააღმდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე. ამასთანავე, „ქურთთა მუშათა პარტიის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკას არ შეცვლის, დაჯგუფება ახალ ტერაქტებს მოაწყობს, ხოლო მსხვერპლი გარდაუვალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ანკარაში 13 მარტს თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები