ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3240 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3240 ლარი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0335 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5771 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6126 ლარს შეადგენდა. სხვაობამ 0.0355 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები