ჩრდილოეთ კაროლინაში, ავტომაგისტრალზე ასი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ავტომაგისტრალზე, ასი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, საერთო ჯამში, 20 ადამიანი დაშავდა. დაღუპულები არ არიან. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ავარიის ერთ-ერთ მიზეზად მოლიპული გზა სახელდება. ავტომაგისტრალი, რომელზეც შეჯახება მოხდა, რამდენიმე საათით დახურული იყო. ახლა მოძრაობა აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები