თურქეთში ფეისბუქის და ტვიტერის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღეს – ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

“ბი-ბი-სი”-ს ცნობით, ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ადგილობრივმა სასამართლომ ფეისბუქის და ტვიტერის ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო.  მედიის ინფორმაციით,  თურქეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკადრების და ფოტოების უკონტროლოდ გავრცელებას უკავშირდება.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ტერაქტის შედეგად 34 ადამიანი გარდაიცვალა და  125 დაშავდა, 19 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები.  აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.  უწყების ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მოქმედებს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 53 36 90 30 40.
უკვე ცნობილია, რომ აფეთქების მიზეზი დანაღმული მანქანა გახდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით  19.45  წუთზე,  თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, გიუვენ პარკის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. აფეთქების  დროს იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლი გავრცელდა სხვა მანქანებზეც.  ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაღმული მანქანა ორ ავტობუსს შორის აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები