რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტმა დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.   ერდოღანს მიაჩნია, რომ თავდასხმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით მოაწყვეს.
“ჩვენ შევეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ტერაქტებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც არ უნდა ერქვათ და როგორი მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ტერაქტის შედეგად 34 ადამიანი გარდაიცვალა და  125 დაშავდა, 19 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები