ანკარაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება – არიან თუ არა დაშავებულებს შორის ქართველები

ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები.  აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.
უწყების ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მოქმედებს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 53 36 90 30 40
უცხოური მედია ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებს. “ევრონიუსის” ცნობით დაღუპულია არანაკლებ 34, ხოლო დაშავებულია 125 -მდე ადამიანი.
აფეთქების მიზეზი დანაღმული მანქანა გახდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით  19.45  წუთზე,  თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, გიუვენ პარკის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. აფეთქების  დროს იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლი გავრცელდა სხვა მანქანებზეც.  ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაღმული მანქანა ორ ავტობუსს შორის აფეთქდა.

თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

AP_461370513785-pic905-895x505-10754

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები