ანკარაში გარდაცვლილთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა (ვიდეო)

27 გარდაცვლილი და 75-მდე დაშავებული  – უცხოური მედია ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგების შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია “ბი-ბი-სი” თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  აფეთქებამდე ისმოდა სროლის ხმაც.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით  19.45  წუთზე,  თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, გიუვენ პარკის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. აფეთქების  დროს იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლი გავრცელდა სხვა მანქანებზეც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი ავტომანქანა დანაღმული იყო.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექიმები და მაშველები იმყოფებიან. ტერიტორიას აკონტროლებენ ადგილობრივი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
“ევრონიუსის” ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

https://www.youtube.com/watch?v=nkj7dQVUxiE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები