ანკარას ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ანკარაში, ცენტრალურ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან როგორც დაშავებულები, ისე დაღუპულები. მედიასაშუალების ცნობით, ავტობუსების სადგურის მიმდებარედ და ათათურქის სახელობის ბულვარში იწვის ავტობუსები და მანქანები. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მიემართებიან. თურქეთის დედაქალაქის ცენტში მობილიზებულები არიან ადგილობრივი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
turqeti

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები