სამხრეთ სუდანში ჯარისკაცებს ხელფასის ნაცვლად ქალების გაუპატიურების უფლება მისცეს

სამხრეთ სუდანის ხელისუფლებამ ლოიალურად განწყობილ მოხალისეებს ხელფასის გადახდის ნაცვლად, ქალების გაუპატიურების უფლებას აძლევენ. ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი, რომლიდან ამონარიდს სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არა მარტო თვალებს ხუჭავდა ამ დანაშაულებზე, არამედ ხელს უწყობდა მათ.
„სამთავრობო ძალების მხრიდან სექსუალური ძალადობის მასშტაბები და დეტალები ძალზე დაწვრილებით არის აღწერილი“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა.
მოხსენებაში ასევე აღწერილია ადგილობრივი მოსახლეობის მკვლელობები და ძარცვა-ყაჩაღობა, რასაც მოხალისეები სჩადიან. „მათ წვავდნენ, ხვრეტდნენ, ახრჩობდნენ ან ნაწილებად ჭრიდნენ“ – ნათქვამია გაეროს ანგარიშში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამ ქვეყენაში გაუპატიურებული ქალების რიცხვმა 1,3 ათასი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები