კალიფორნიაში ნენსი რეიგანის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

აშშ-ში ყოფილი პირველი ლედი, ნენსი რეიგანი დაკრძალეს. ის რამდენიმე დღის წინ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნენსი რეიგანი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, კალიფორნიაში დაკრძლეს. იქ აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი ,რონალდ რეიგანიც არის დასაფლავებული.
ცერემონიაში ათასამდე სტუმარმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, ყოფილი პირველი ლედი ჰოლარი კლინტონი და აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.
ნენსი რეიგანის მეუღლე, აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ალცჰეიმერის დაავადებით 2004 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები