ინგუშეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ნაზრანში, მეჩეთთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ნაზრანში, იუჟნაიას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 56 წლის მამაკაცი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადეს „ინტერფაქსს“ ინგუშეთის შსს-ს პრესსამსახურში.
ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ ტროტილის ეკვივალენტში 10 კილოგრამი შეადგინა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფეთქება შესაძლოა, იყოს ტერაქტი ინგუშეთის გავლენიანი რელიგიურ მოღვაწის, ხამზატ ჩუმოკოვის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები