ბერლინის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა

ბერლინის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც აშშ-ის საელჩოში შესვლას ცდილობდა და აცხადებდა, რომ მას ჩემოდანში ბომბი ჰქონდა. პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მამაკაცი საელჩოს დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ ამ კაცის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი ეპარებათ. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სალჩოს და მიმდებარე ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა. ამჟამად ჩემოდნის შემოწმება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები