„ამნესტი ინტერნეშენალი“ – სამხრეთ სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა 60 ადამიანი გაგუდეს

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშენალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხრეთ სუდანის სამხედროებმა 60 მამაკაცი გაგუდეს. ამისთვის ისინი სატვირთო კონტეინერში ჩასვეს. შემდეგ დაღუპულების ცხედრები ქალაქ ლირთან, მინდორში დაყარეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მოწმეების ინფორმაციით, კონტეინერში ჩაკეტილი ადამიანები მის კედლებს უბრახუნებდნენ. მასში არც ფანჯრები და არც ვენტილაცია არ იყო. დაღუპულების ნათესავები აცხადებენ, რომ ისინი მეცხვარეები, გამყიდველები და სტუდენტები არიან და არა „ბოევიკები“. ქვეყნის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას უარყოფს და გამოძიების ჩატარების პირობას დებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები