ირაკლი ოქრუაშვილი: გორის საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემზე უკეთესი მრჩეველი არ ეყოლება

ჩემი ვარაუდით, გორის საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემზე უკეთესი მრჩეველი არ ეყოლება, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
ოქრუაშილმა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშვნა დაადასტურა.
„ჩვენი თანაგუნდელი ილია მეტრეველი, გარკვეული მოვლენების შედეგად, რომელიც გორში განვითარდა, არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ. ჩემი ვარაუდით, მას ჩემზე უკეთესი მრჩეველი არ ეყოლება, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია.ჩემის ვარაუდით, ეს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ეს შემოთავაზება მივიღე, ქალაქში ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს მომავალში. ხშირად ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. არ მინდა, რომ ჩემი გავლენა, დახმარება ჩემ მეგობრებს გავუწიო არაფორმალური სტატუსით, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დავთანხმდი ილიას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები