ვაშინგტონში რუსეთის ბეჭდვის ყოფილი მინისტრის დაღუპვის მიზეზები დაადგინეს

ვაშინგტონში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ რუსეთის ბეჭდვის ყოფილი მინისტრის, მიხეილ ლესინის გარდაცვალების მიზეზები დაადგინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსი მაღალჩინოსანი „თავში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობით“ გარდაიცვალა. ასეთივე ტრავმები მას კისრის, სხეულის, ასევე ზედა და ქვედა კიდურების მიდამოებში აღენიშნებოდა. 57 წლის მიხეილ ლესინის ცხედარი სასტუმრო „დიუპონის“ ერთ-ერთ ნომერში 2015 წლის 5 ნოემბერს აღმოაჩინეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლესინს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდებოდა. აშშ-ის პოლიცია ლესინის დაღუპვის მიზეზების გამოძიებას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები