თურქეთის დიარბაკირის პროვინციაში „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია დასრულდა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიარბაკირის პროვინციაში „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა, ვინაიდან ბოლო სამი თვეა, აქ კომენდანტის საათი მოქმედებდა და სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
„ოპერაციის დასრულება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ შევძლებთ მაღაზიების გახსნას, შემოსავლის მიღების საშუალება გვექნება. ჩვენი ბავშვები ამით ზარალდებოდნენ, ახლა ჩვენ მათთვის პურის მიცემას მაინც შევძლებთ. ეს დიარბაკირისთვის და მისი მოსახლეობისთვის ძალიან კარგი ამბავია“, – განაცხადა ქალაქ სურას ერთ-ერთმა მკვიდრმა.
სურას დასახლება თურქეთის სამთავრობო ძალებსა და „ქურთთა მუშათა პარტიას“ შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ივლისში მხარეებმა ზავის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები