ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ინფორმაცია სავჩენკოს ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა გაავრცელა. მისი თქმით, სავჩენკოს სასწრაფოდ სჭირდება ექიმების კონსულტაცია.
„გუშინ, როდესაც წყალს სვამდა, ნადიას ღებინება ჰქონდა. მისი ისედაც დასუსტებული ორგანიზმის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი იჩინა ძველმა პრობლემამ თირკმელებში, რაც შიმშილობამ გაართულა“ , – დაწერა პოლოზოვმა ფეისბუქში. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ სავჩენკოს რამდენიმე დღე მაღალი სიცხე აქვს, რაც, მისი თქმით, შიდა ორგანოების ანთებაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები