გოგი თოფაძე: ცოტას კიდევ მოვითმენთ – ჩვენ არ ვრეაგირებთ პატარ-პატარა კბენებზე
ცოტას, ალბათ, კიდევ მოვითმენთ – ჩვენ არ ვრეაგირებთ პატარ-პატარა კბენებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ „რესპუბლიკელებთან“ არსებული დაპირისპირების კომენტირებისას, საზოგადოებროვი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანის ტოქშოუ „არგუმენტების დროში“ განაცხადა.
„ჩვენ, როგორც პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ უკვე რამდენიმე მაგალითია, როცა ისინი აგრძელებენ გამომწვევი განცხადებების კეთებას. მათ შორის ქალბატონი მინისტრიც. ცოტას, ალბათ, კიდევ მოვითმენთ – ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ რამეს გავახმოვანებთ და იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესაში და ტელევიზიაში, რომ, ალბათ, არ დარჩებიან კმაყოფილები“, – განაცხადა თოფაძემ.