„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროექტის – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტში ჩართვისა და განხორციელების დეტალები სოფლად ტურიზმის განვითარების მსურველებს კომპანია „ჯი-ემ-სი-ჯის” წარმომადგენელმა გააცნო.
31 მარტამდე რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვთ, მცირე და მიკრო ბიზნესის წამოწყების სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ პროექტში – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ ჩაერთონ.
პროექტში ჩასართველად რაიონებში საოჯახო სახლებისა და სხვა ტურისტული ობიექტების გაფართოების ან დაარსების მსურველებმა ბიზნესს იდეა 31 მარტამდე უნდა წარადგინონ ვებგვერდის მეშვეობით: www.qartuli.ge.. განაცხადების განხილვის შემდეგ ბიზნესიდეის გამარჯვების შემთხვევაში ბენეფიციარი გადადის მეორე ეტაპზე, რაც საშუალებას მისცემს, გაიაროს ტრენინგი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სასწავლო მასალების დახმარებით და შეადგინოს ბიზნესგეგმა.
კონკურსის წესით საუკეთესო ბიზნესგეგმის ავტორები კი უკვე მოიპოვებენ თანადაფინანსებას 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე (5,000 ლარამდე – 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე – 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე – 3 მეწარმე).
პროექტში ჩართვისას ბენეფიციარს ასევე მოეთხოვება მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობა პროექტში. პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, გარდა საჯარო მოხელეების, შპს-ებისა და სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების მქონე პირებისა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება რეგიონებში 2015 წლის 15 მარტიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ის ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.
პროექტის ფარგლებში გასულ წელს აჭარაში 75 ბიზნესიდეა დაფინანსდა, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგში. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები