საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკომისიამ ევროპარლამენტში შეიტანა

ევროკომისიამ ევროპარლამენტში ნორმატიული დოკუმენტის პროექტი შეიტანა, რომელიც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტს ეს ინიციატივა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა განეხილა. უვიზო რეჟიმის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რამდენიმე თვით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები