დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართული მხარის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან პატიმრების გაცვლას მიესალმება

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პატიმრების გაცვლას მიესალმება.
„პატიმრების/დაკავებულების გათავისუფლება მხარეების სურვილს აჩვენებს – მეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა განაგრძონ და სხვა ამგვარი საკითხებისკენ მიმართონ ყურადღება”, – აცხადებს ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა, პატიმართა გათავისუფლების შესახებ პრინციპით – „ყველა ყველაზე“ შეთანხმებას მიაღწიეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი ქართულმა მხარემ, ოსეთს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები