გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს საშუალება მიეცა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან აზერბაიჯანთან, ჩვენ მეგობარ ილხამ ალიევთან გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობაზე, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხორციელდება. მოგვეცა საშუალება გვესაუბრა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს.
ასევე, მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა აქცენტი კავკასიის სტაბილურობაზე, სწორედ იმ დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში შეიმჩნევა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე დისკუსიაში – „მსოფლიო დღეს – როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები