მიხეილ ჯანელიძე ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიური დინამიკა და დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
შეხვედრისას ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევებიც განიხილეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ისრაელის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საგანგაშო ვითარების, მცოცავი ანექსიისა და ადგილობრივი ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების მიღების თაობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ისრაელის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები