უკრაინელმა პილოტმა, ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა
უკრაინელმა პილოტმა, ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა, რომელიც მან სასამართლო პროცესის გასაპროტესტებლად გამოაცხადა.
სავჩენკოს ადვოკატების თქმით, ეს გადაწყვეტილება მან უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თხოვნით მიიღო.
ნადეჟდა სავჩენკოსთვის გაგზავნილ წერილში პოროშენკო შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს, ვინაიდან „უკრაინის ხელისუფლებას არ სურს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება“. „ჩვენ ჯანმრთელი ნადეჟდა სავჩენკო გვჭირდება, უკრაინის გმირი“, – წერს პოროშენკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, სავჩენკო უკრაინის განახლებულ მთავრობაში იხილოს.