“ქართული ოცნების” საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ბოლო ეტაპი დაიწყო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ბოლო ეტაპი დაიწყო.
როგორც პარტიაში აცხადებენ, დღეს საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადგილობრივ აქტივს და პარტიის წევრებს შეხვდნენ.
კონფერენციაზე ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ტარიელ თუთარაშვილი აირჩიეს, აგრეთვე, დაამტკიცეს ბიუროს წევრები და პარტიის ყრილობის დელეგატები. დღის მეორე ნახევარში კონფერენცია გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტში. პარტიის საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ჩატარდა თითქმის მთელს საქართველოში. ეს პროცესი მომავალ კვირას დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები