ავსტრალიაში 10 წლის გოგონამ თავი მოიკლა
10 წლის გოგომ, რომელიც ავსტრალიის ძირძველი ტომის წარმომადგენელია, ქალაქ ლუმაში თავი მოიკლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მისი გარდაცვალება ძალზე მოულოდენელი იყო და მან ადგილობრივი მოსახლეობა შოკში ჩააგდო. დასვლეთ ავსტრალიის ბავშვების უფლებების დაცვის მინისტრის, ჰელენ მორტონის თქმით, ბავშვმა სეროიოზული ტრავმა გადაიტანა მას შემდეგ, რაც მის თვალწინ ერთ-ერთმა ახლო ნათესავმა თავი მოიკლა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს უკვე მე-19 თვთმკვლელობაა დეკემბრის შემდეგ ავტრალიის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის. ექსპერტთა შეფასებით, სწორედ ძირძველ ავსტრალიელებს შორის არის სუიციდი ყველაზე ხშირი.