პენსილვანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგთან მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტი ქალაქ უილკინსბურგში, პიტსბურგიდან 13 კილომეტრში მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაიღუპა ერთი ქალი და ოთხი მამაკაცი, ხოლო ბოროტმოქმედების დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
„მე სულ მცირე 20 გასროლის ხმა გავიგე“, – განუცხადა რადიოსადგურს ადგილობრივმა მკვიდრმა კაილა ალექსანდრამ. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.